
მინერალური რესურსების სააგენტოს დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატურიჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო
07/07/2022 13:06:21 საზოგადოება, რეკლამა
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივითანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფის - „სამრეწველო და საწარმოებისპოლიტიკა და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის“ მე-7 შეხვედრა გაიმართა, რომელშიცსაქართველოს სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოსუფროსის მოადგილე ირაკლი გელაშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა დაპროექტების მართვის სამსახურის უფროსმა გვანცა ბიწაძემ მონაწილეობა მიიღეს.
შეხვედრაზე მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმაევროკავშირის მხარეს წარუდგინეს ინფორმაცია წიაღის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, სააუბარი შეეხო სააგენტოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს.
თემატური ჯგუფის შეხვედრაზე სამთო-მოპოვებითი საქმიანობის გარდა, განხილულ იქნაისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტურიზმი; სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დაასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში, საქართველო-ევროკაშირს შორის ნაკისრივალდებულებების შესრულების შეფასებას.