საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა
07/07/2022 12:47:49 მსოფლიო
ოთხშაბათს ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე გაიაფდა და, როგორც აპრილის ბოლოს იყო, ერთ ბარელი ნავთობი 100 დოლარზე ნაკლები ღირს. ფასის ასეთი მკვეთრ დაცემას ექსპერტები მოსალოდნელი რეცესიის მაღალი ალბათობითა და საწვავზე მოთხოვნილების შემცირებით ხსნიან.
"ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ერთბაშად 3%-ით გაუფასურდა და ერთი ბარელის ფასი 99,61 დოლარს შეადგენს. აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ფასი კიდევ უფრო ნაკლებია - ბარელზე 98,53 დოლარი. ერთი თვის წინ ბარელი ნავთობის ფასი 120 დოლარს შეაგდენდა.
Bloomberg-ს ცნობით, შეერთებული შტატები აგრძელებს მოკავშირეებთან მოლაპარაკებას იმპორტირებულ ბარელ რუსულ ნავთობზე 40-დან 60 დოლარამდე ფასის დაწესების იდეაზე, რომლის მიზანია მკვეთრად შეიზღუდოს რუსეთის საექსპორტო შემოსავლები, მაგრამ ამავე დროს გლობალური მომხმარებლებისთვის შენარჩუნდეს წვდომა რუსულ ნავთობზე. რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის უარმა გამოიწვია რუსული ნავთობის ექსპორტის მკვეთრი ზრდა ინდოეთსა და ჩინეთში, რომლებიც რუსულ ნავთობს დიდი ფასდაკლებით ყიდულობენ. აშშ იმედოვნებს, რომ ახალი წინადადებები საკმარისად მიმზიდველი იქნება პეკინისა და დელისთვის და ისინი შეუერთდებიან იმპორტის ახალ რეჟიმს.არ არის ცნობილი, როდესაც ახალი წესები შეიძლება ძალაში შევიდეს. Bloomberg-ს თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ მათ განხორციელებას მრავალი დაბრკოლება ეღობება.


