ტრასი: „პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სიმშვიდე და ერთიანობა გვჭირდება“
07/07/2022 11:53:06 მსოფლიო
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი დადებითად აფასებს ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება თანდებობის დატოვების შესახებ.
„პრემიერ-მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მისი ხელმძღვანელობით მთავრობას ბევრი მიღწევა ჰქონდა, მათ შორის "ბრექსიტი" კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით სწრაფი უზრუნველყოფა და უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ ახლა გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა", – აცხადებს ტრასი.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
"ნათელია, რომ "კონსერვატულ პარტიას" სჭირდება ახალი ლიდერი, ასევე, ქვეყანას სჭირდება ახალი პრემიერ-მინისტრი", – განაცხადა ჯონსონმა.
მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცედურის შესახებ დამატებით ცნობილი მომავალ კვირას გახდება.
ახალი ლიდერის არჩევამდე ბორის ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს.
განხეთქილება ჯონსონსა და მისი მთავრობისა და პარტიის წევრებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა კრის პინჩერი პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურა ისე, რომ არ გაითვალისწინა პინჩერის წინააღმდეგ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებები. მანამდე, 6 ივნისს ბორის ჯონსონი გადაურჩა თანაპარტიელი კონსერვატორების მიერ პარლამენტში ინიცირებულ იმპიჩმენტს. პრემიერისთვის უნდობლობის გამოცხადებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო. კონსერვატორთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჯონსონს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა კორონავირუსის პანდემიის დროს აკრძალული წვეულებების გამო. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2020 წლის ბოლოს გამართული ერთ-ერთი ასეთი წვეულებისთვის ბორის ჯონსონი დააჯარიმეს კიდეც.


