Accentnews.ge
"ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა"

"ყველა ცივილიზებულმა სახელმწიფომ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა"

07/07/2022 11:05:15 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა.

"რას უნდა ელოდოს უკრაინა "დიდი ოცეულის" შეხვედრისგან? ლიდერობას და გადაწყვეტილებებს: კრემლის სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას. რუსეთის წარმომადგენლებისთვის ინდონეზიის "დიდი ოცეულის" შეხვედრა სირცხვილის დერეფნად უნდა იქცეს. ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ უნდა უთხრას რუსეთს, რომ ტერორისტული ქვეყანაა", -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S