
"ფლანგვის დეტექტორი": "რუსული კომპანიები თანხებს საქართველოს ბიუჯეტიდანაც იღებენ"
07/07/2022 09:59:00 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, "რუსული კომპანიები თანხებს საქართველოს ბიუჯეტიდანაც იღებენ".
მისი ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში 2013 წლიდან 2021 წლამდე რუსული კომპანიების რაოდენობა 19-ჯერ გაიზარდა.
"მიუხედავად იმისა, რომ სისტემაში 197-ით მეტი უკრაინული კომპანიაა რეგისტრირებული, რუსული კომპანიები გაცილებით მეტ თანხას იღებენ ბიუჯეტიდან. შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალი საქართველოს ფილიალი ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა, მან ელ. ტენდერებით 46 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. საქართველოში 7,000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში კომპანიები რუსეთის განსაკუთრებით ბევრმა მოქალაქემ დაარეგისტრირა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული კომპანიების უმრავლესობა დასანქცირდა, თუმცა საქართველოში მაინც უპრობლემოდ ოპერირებენ", – აცხადებს "ფლანგვის დეტექტორი".