Accentnews.ge
ქუთაისის მერიამ 6 თვის განმავლობაში სოციალური  მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიამ 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა

06/07/2022 18:13:28 საზოგადოება, რეკლამა

ქუთაისის მერიამ 6 თვის განმავლობაში სოციალური მიმართულებით 3 332 218 ლარი დახარჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

"მერიის 30 -ზე მეტი სოციალური პროგრამა: მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარების პროგრამა, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა პროგრამა, გადაუდებელი რეაგირების პროგრამა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლების ხარისხის ამაღლების პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისის მიწოდებას იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ამას საჭიროებენ.

ამ ეტაპზე ახალი სოციალური საცხოვრისის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 845 000 ლარით ფინანსდება (პროექტი დაიწყო 2021 წელს). შენობის მოწყობა სამშენებლო და საცხოვრებელი სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს, რაც ასევე ითვალისწინებს კაპიტალურ რემონტს. პროცესის დასრულების შემდეგ საცხოვრებელი ფართით 40 ოჯახი დაკმაყოფილდება.

გარდა ამისა, ქალაქში მოქმედ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ ქუთაისის სოციალურ სამსახურში არსებული ყველა სოციალური პროგრამით მათ შორის მადლიერების სახლის სერვისით, უფასო სამგაზვრო ბარათებით მუნიციპალურ ტრანსპორტში, მათ ასევე სრულად უფინანსდებათ კომუნალური გადასახადები. ქუთაისის მერიამ სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის მიმართულებით 2022 წელს ბიუჯეტი 7 მლნ ლარამდე გაზარდა", – აცხადებენ მერიაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S