
"კოკა-კოლა" მოსახლეობას აფრთხილებს
07/07/2022 08:10:36 საზოგადოება
"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" მოსახლეობას თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.
"ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კომპანია გათამაშებას ატარებს, არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენიმე ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია და განცხადება თაღლითური სქემაა. მსგავსი ვებ-გვერდების მიზანია თქვენი პირადი ინფორმაციის მოპოვება და უკანონოდ გამოყენება. კომპანია "კოკა-კოლა" არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ, ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს და სწორი ინფორმაცია მიიღოთ მხოლოდ კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდებიდან", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.