Accentnews.ge
ზელენსკი: "ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება, არ დავთმობთ ჩვენს მიწას"

ზელენსკი: "ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება, არ დავთმობთ ჩვენს მიწას"

07/07/2022 06:45:17 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იმეორებს, რომ უკრაინა ტერიტორიებს არ დათმობს.

იგი პირობას დებს, რომ რუსი ოკუპანტების დანაკარგები გაიზრდება.

"დასავლურმა არტილერიამ, იარაღმა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ, მძლავრად დაიწყო მუშაობა. მისი სიზუსტე ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები საგრძნობ დარტყმებს აყენებენ ოკუპანტების ლოჯისტიკისთვის მნიშვნელოვან საწყობებსა და სხვა ადგილებს და ეს მნიშვნელოვნად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს. ოკუპანტების დანაკარგები ყოველ კვირას მხოლოდ გაიზრდება. უკრაინული ძალები ამჟამად წინ მიიწევენ რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით, კერძოდ, სამხრეთით ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენ მიწას, უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია იქნება უკრაინული", – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S