Accentnews.ge
რუსეთმა ზმეინის კვლავ შეუტია

რუსეთმა ზმეინის კვლავ შეუტია

07/07/2022 06:19:28 მსოფლიო

რუსეთის ჯარმა კუნძულ ზმეინის კვლავ შეუტია, - იუწყება დღეს ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ბრატჩუკი.

მისივე ინფორმაციით, ორი რაკეტის მოხვედრის შედეგად ზმეინის ნავსადგური მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ორიოდ დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე კონტროლი აღადგინეს, რუსებმა კუნძული დატოვეს.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას "კეთილი ნების ჟესტი" უწოდა.

თუმცა მოგვიანებით უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია რუსების მიერ ზმეინიზე ფოსფორული ბომბების ჩამოგდების თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S