Accentnews.ge
ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე, სულ მცირე, 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა, თუმცა ჯონსონი გადადგომას არ აპირებს

ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე, სულ მცირე, 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა, თუმცა ჯონსონი გადადგომას არ აპირებს

06/07/2022 16:46:23 მსოფლიო

ბოლო 24 საათში ბრიტანეთის მთავრობაში მომუშავე, სულ მცირე, 32-მა მოხელემ დატოვა თანამდებობა.

გუშინ თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მას არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

როგორც მედია წერს, მინისტრების გადადგომა სკანდალს უკავშირდება. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა.

პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციამ ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დარჩება თანამდებობაზე, მიუხედავად მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კონსერვატორების მზარდი უკმაყოფილებისა.

ივნისის დასაწყისში კონსერვატიულმა პარტიამ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყარა კენჭი. პარტიის წევრებს შორის ფარული კენჭისყრის შედეგად, ჯონსონს 211-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 148 წევრმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა, შედეგად ის თანამდებობაზე დარჩა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S