Accentnews.ge
"ორი კვირის წინ კოვიდ–ინფიცირების 50-60 შემთხვევა იყო, დღეს 600-ზე მეტია, უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი"

"ორი კვირის წინ კოვიდ–ინფიცირების 50-60 შემთხვევა იყო, დღეს 600-ზე მეტია, უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი"

06/07/2022 15:04:16 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ორი კვირის წინ ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 50-60 შემთხვევა იყო, დღეს 600-ზე მეტია. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს.

"საქართველოში ბოლო პერიოდში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა, სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტია. ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან მნიშვნელზე. ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ჰყავს ბევრად ნაკლები გარდაცვლილი, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ისრაელს, ავსტრალიას, იაპონიას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა. პროგნოზი სამწუხაროდ ისეთია შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია. ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით, მიაღწევს შემოდგომაზე. ცუნამსაც არ ველოდებით. ჩემი აზრით, იქნება ზომიერი მატება. მთლიანად ვერ ავიცილებთ მატება, მაგრამ მინიმალური და ზომიერი რომ იყოს, ამისთვის უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან მინელებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები არ გვავალდებულებს ამჟამად არაფერს, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ სასურველია, გამოვიყენოთ პირბადე მუნიციპალურ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალხმრავალი შეკრებების ადგილებზე მაინც. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ ჩვენ შევზღუდავთ რაოდენობის ზრდასაც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ევროპის რიგ ქვეყნებში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე იუწყებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S