Accentnews.ge
მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა კომპენსაცია მიიღო – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა კომპენსაცია მიიღო – „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“

06/07/2022 13:35:05 საზოგადოება

2019 წლის მარტში ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული ერთ-ერთი დასაქმებულის ვეფხია ხუჭუას ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღო,– იუწყება „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც დაღუპულის მეუღლის, ნინო მჭედლიძის ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის 23 მაისს გაფორმდა მორიგების აქტი სამშენებლო კომპანია „ემ ჯი ალიანსს“, შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია „ეიჩ ეს ი სერვის გრუპსა“ და მშენებლობაზე გარდაცვლილის ოჯახს შორის.

მორიგების ფარგლებში, მოპასუხე კომპანიებს დაეკისრათ:

  • მოსარჩელეებისთვის ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 40 000 ლარის გადახდა;
  • გარდაცვლილის შვილისთვის, მცირეწლოვანი ბავშვისათვის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა;
  • გარდაცვლილის მეუღლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსის გავლის დაფინანსება

2019 წლის მარტში შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ სამშენებლო ობიექტის მე-11 სართულის სიმაღლეზე მომუშავე მღებავი - 31 წლის ვეფხვია ხუჭუა, ორ მუშასთან ერთად, სამუშაო კალათის გაწყვეტის შედეგად, სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გარდაცვლილის ოჯახმა (მეუღლე, დედა და არასრუწლოვანი შვილი) შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ და შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპისგან“ სოლიდარულად მოითხოვა მორალური ზიანისა და სარჩოს ანაზღაურება.

2011-2021 წლების მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა 514 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S