Accentnews.ge
ივნისში საქართველოში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა

ივნისში საქართველოში რუსეთიდან 90 239 ვიზიტორი შემოვიდა

06/07/2022 13:01:37 საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკით, 2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან 90 239 ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 502.9%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდელი პერიოდისას (2019 წლის ივნისის) – 40.7%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება წინა თვის მონაცემებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის მაისში ქვეყანაში რუსეთიდან 51 561 პირი შემოვიდა. აღნიშნული წინა წლის მაჩვენებელზე 376.6%-ით მეტია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 70.1%-ით ნაკლები.

ჯამში, 2022 წლის ივნისში საქართველოში 445,894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის ივნისის თვესთან შედარებით + 185.5% -ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 51%–ია.

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 302,602 შეადგინა, რაც + 126.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 64.1 %-ით არის აღდგენილი.

მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1,625,928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით +234.5% – ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 42.1% შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,209,272 შეადგინა, რაც + 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი.

"აქცენტი" ცდილობს, გარკვევას, რუსეთიდან შემოსულმა რამდენმა მოქალაქემ გამოიყენა საქართველო სატრანზიტოდ და რამდენი დარჩა; რამდენმა მოქალაქემ მიმართა იუსტიციის სამინისტროს ბინადრობის ნებართვის თხოვნით და მათგან რამდენის განაცხადი დაკმაყოფილდა; რამდენმა დაარეგისტრირა ქვეყანაში ბიზნესი; რამდენმა ითხოვა თავშესაფარი და კითხვებით შესაბამის უწყებებს მიმართა, მათ შორის შსს–ს და იუსტიციის სამინისტროს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S