
აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ კუდოს ევროპის ჩემპიონატზე პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს
06/07/2022 11:27:34 საზოგადოება, რეკლამა
აფხაზეთიდან დევნილმა სპორტსმენებმა გიორგი ჟვანიამ და ლადო აფრასიძემ, მალტაში გამართულ კუდოს ევროპის ჩემპიონატზე ჯუნიორთა შორის, პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
საქართველოს კუდოს ეროვნული ფედერაციის დელეგაცია მალტას რესპუბლიკაში მთავარი ინსტრუქტორის, დავით ყოლბაიას ხელმძღვანელობით და ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ხახუტაშვილის მხარდაჭერით იმყოფებოდა.