Accentnews.ge
ათენში 12 ქართველი, მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

ათენში 12 ქართველი, მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

06/07/2022 11:12:51 საზოგადოება

საბერძნეთში 12 ქართველი, მათ შორის „კანონიერი ქურდი“, 72 წლის აკაკი ბილანიშვილი დააკავეს, რომელსაც ადგილობრივი მედია დაჯგუფების ხელმძღვანელად მოიხსენიებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ბილანიშვილი ადამიანებს მის დაჯგუფებაში გაწევრიანების სანაცვლოდ „ქურდის სტატუსს“ ჰპირდებოდა.

„იერარქიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა ლიდერს. მას ემორჩილებოდა ჯგუფის ყველა წევრი, მას სრულ ანგარიშს აბარებდნენ დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ და მუდმივად უმტკიცებდნენ ერთგულებას. ლიდერის თანამდებობა ეკავა 72 წლის დაკავებულს“,– აღნიშნავს მედია ბილანიშვილთან დაკავშირებით.

ბილანიშვილის გარდა დაკავებულები არიან: ლიკა ჟვანია, ბექა ბალახაძე, მიხეილ შანყულაშვილი, ზაზა თევზაძე, ჯემალ ლეჟავა, დავით რუბაშვილი, ლაშა ჯიმშიტაშვილი. ასევე აყვანილია კიდევ ერთი პირი – რაშიდ მაჰმუდი.

დაკავებულებს ათეულობით სახლის გაქურდვა და მოპარული ნივთების რეალიზაცია ედავებიან.

მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ათენში, 13 ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. მათგან 11 საცხოვრებელი სახლი იყო და ორი მაღაზია.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი, სააბრძოლო მასალა, ცივი იარაღი და დიდძალი ძვირფასეულობა ამოიღეს.

როგორც ირკვევა, ოპერაცია ივნისში ჩატარდა, თუმცა ამის შესახებ მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S