Accentnews.ge
ზელენსკი გენშტაბის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

ზელენსკი გენშტაბის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

06/07/2022 06:44:11 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაერკვევა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ნებართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელიც გადაადგილებისთვის უნდა მიიღონ არმიაში გაწვევის ასაკის პირებმა და რეზერვისტებმა.

ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს დაავალა, რომ მას ყველა დეტალი შეატყობინონ და სთხოვა, ასეთი გადაწყვეტილებები მის გარეშე არ მიეღონ.

5 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ 1992 წელს მიღებული კანონით, საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია წვევამდელების და რეზერვისტების მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება კომისარიატების ნებართვის გარეშე. მოგვიანებით, გენერალურმა შტაბმა დააზუსტა, რომ ნებართვის აღება საჭირო იქნება, თუ პირი მისი საცხოვრებელი ოლქიდან სხვა ოლქში წასვლას აპირებს.

გენშტაბის გადაწყვეტილებას უკრაინაში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ, მისი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის რამდენიმე დეპუტატმა განაცხადა, რომ რადაში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც სამხედრო კომისარიატებისგან ნებართვის მიღების წესის გაუქმებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S