Accentnews.ge
რუსეთში კიდევ ერთი ბიზნესმენი იპოვეს გარდაცვლილი

რუსეთში კიდევ ერთი ბიზნესმენი იპოვეს გარდაცვლილი

06/07/2022 06:20:24 მსოფლიო

სანქტ-პეტერბურგის მახლობლად, ვიბორგის რაიონში, საკუთარი აგარაკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს ლოგისტიკური კომპანიის, „ასტრა-შიპინგ“-ის გენერალური დირექტორი, 61 წლის იური ვორონოვი.

მისი კომპანია რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, „გაზპრომ“-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო და დაკვეთებს არქტიკაში ასრულებდა.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ვორონოვის გვამი და პისტოლეტი აუზში იპოვეს. ბიზნესმენს თავის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, ვორონოვმა თავი მოიკლა. რუსული მედია წერს, რომ 2020-2021 წლებში კომპანია „ასტრა-შიპინგ“-ის დანაკარგი 160 მილიონი რუბლი იყო.

2022 წლის იანვარში, სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მკვდარი იპოვეს „გაზპრომ-ინვესტ“-ის ხელმძღვანელი ლეონიდ შულმანი, ხოლო თებერვალში - „გაზპრომ“-ის ერთიანი საგადასახადო ცენტრის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ტულიაკოვი. ოფიციალური ვერსიით, ორივე მათგანმა თავი მოიკლა.

2022 წლის აპრილში, მოსკოვში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს „გაზპრომბანკ“-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ვლადისლავ ავაევის, ცოლის და ქალიშვილის ცხედრები. გამოძიების ვერსიით, გაბანკროტების ზღვარზე მყოფმა ავაევმა ცოლ-შვილი დახოცა და შემდეგ თავი მოიკლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S