Accentnews.ge
დევნილების საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა 70 წლამდე კაცი

დევნილების საცხოვრებელში ჭერი ჩამოინგრა, დაშავდა 70 წლამდე კაცი

06/07/2022 06:16:35 საზოგადოება

სოფელ შამგონაში, ყოფილი პანსიონის შენობაში, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ, ჭერი ჩამოინგრა. შედეგად 70 წლამდე კაცი დაშავდა. დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

დაზარალებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ შენობიდან გასახლებას და ალტერნატიულ ფართს უკვე წლებია უშედეგოდ ითხოვენ. სოფლის რწმუნებული ხუტა თოდუა კი ამბობს, რომ ოჯახს ალტერნატიული ფართი აქვს, თუმცა იქ გადასვლაზე უარს აცხადებს, რასაც ოჯახი უარყოფს.

„დაკმაყოფილებული იყო ფართით, თუმცა თვითნებურად შემოსახლებული იყო ამ ფართში. შენობა, როგორც ხედავთ დაზიანებულია, საჭიროებს რეაბილიტაციას“ - აცხადებს თოდუა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S