Accentnews.ge
კანადამ პირველმა მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება

კანადამ პირველმა მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება

05/07/2022 17:47:04 მსოფლიო

კანადამ ნატო–ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ოქმის რატიფიკაციის პროცესი დაასრულა.

„დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება. ეს ნაბიჯი ამ ორ ქვეყანას სრულ წევრობასთან აახლოებს“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

როგორც მან აღნიშნა, კანადა დარწმუნებულია ფინეთისა და შვედეთის შესაძლებლობებში, სწრაფად შეუერთდებიან ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას.

„მათი წევრობა გააძლიერებს ნატოს. ამიტომ, მოვუწოდებთ ნატოს ყველა წევრს, სწრაფად დაასრულონ რატიფიკაციის პროცედურები, რათა მოწინააღმდეგეების ჩარევის შესაძლებლობა შეზღუდონ“, - განაცხადა კანადის პრემიერმა და დასძინა, რომ "კანადა ერთგული რჩება ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეუძლია, პატივი სცეს წევრობის უფლებებსა და მოვალეობებს, როგორებიცაა დემოკრატიის დაცვა და ალიანსის კოლექტიური თავდაცვა“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S