ჟდანოვმა პუტინის ახალ შიშზე ისაუბრა
05/07/2022 17:37:53 მსოფლიო
უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ეშინოდა მასობრივი პროტესტით მოცული უზბეკეთისსგან ოფიციალური თხოვნის მიღების სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან მას სადღეისოდ მსგავსი შესაძლებლობა არ აქვს: რუსეთის არმიას უკრაინის ომისთვის პერსონალი აკლია.
„საქმე იმაშია, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინი დაძაბული იყო და ეშინოდა, რომ უზბეკეთი სამხედრო დახმარების თხოვნით მიიწვევდა. რატომ? იმიტომ რომ დღეს ვერც ერთ ჯარისკაცს ვერ დათმობს. მას სურს, გადაჭრას ნაწილობრივი, მაგრამ ღია მობილიზაციის საკითხები. იმის გამო, რომ არ არის საკმარისი პერსონალი, თუნდაც ზარალის შესავსებად. მაგრამ უზბეკეთს არ მიუმართავს რუსეთის ფედერაციას სამხედრო დახმარების თხოვნით. დღეს არის ინფორმაცია, რომ იქ პროტესტი თანდათან იკლებს და როგორღაც პროცესის რეგულირება იწყება“,– ამბობს ჟდანოვი.
ინფორმაციისთვის: ყარაყალპაკისტანის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უზბეკეთში იშვიათი სახალხო პროტესტი გაიმართა დაგეგმილი საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც ცვლის მის სტატუსს. კონსტიტუციის ახალ ვერსიაში აღარ იქნება ნახსენები ყარაყალპაკისტანის სუვერენიტეტი და გამოყოფის უფლება. მასობრივი საპროტესტო აქციები 1 ივლისს დაიწყო. პროტესტის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ვრცელდება ცნობები 16 დაღუპულის და ათობით დაშავებლის შესახებ. 2 ივლისს უზბეკეთის პრეზიდენტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეწყვეტის წინადადებით გამოვიდა.
ამასთან, ჟდანოვმა რუსული ძალების მიერ ყირიმის ხიდთან წვრთნების ჩატარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წვრთნების დროს გამოიყენებოდა კვამლი და სარკის ზედაპირი:
„ამერიკის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არის ძალიან საინტერესო პუნქტი: რაკეტების რაოდენობა და ტიპი არ არის მითითებული, მაგრამ წერია, რომ ლაზერით მართვადი რაკეტები მოგვცეს. რუსული ძალების წვრთნები და კვამლის გამოყენება შესაძლოა, ხიდის დაფარვას ემსახურებოდეს ლაზერული იარაღის ზემოქმედებისგან. აუცილებელია სამიზნის ლაზერით დაფიქსირება –ეს რაკეტები მიმართულია ლაზერისკენ. შესაძლოა, ასეთი კითხვები რუსეთის ჯარშიც გაჩნდა. კარგია, რომ მტერი ნერვიულობს“.
ჟდანოვის თქმით, თუ უკრაინა მიიღებს შესაბამის რაკეტებს შეერთებული შტატებისგან, „ვერანაირი კვამლი და სარკის ზედაპირი ვერ გადაარჩენს ყირიმის ხიდზე შესასვლელს“. დარტყმის გადაწყვეტილება კი უკრაინის სარდლობამ უნდა მიიღოს.
„ნება მიეცით ივარჯიშონ, თუ სხვა დავალება და მიზანი არ აქვთ“, - დასძინა მან.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მზადაა, დაარტყას ყირიმის ხიდს, თუ ასეთი საჭიროება გაჩნდება. თუმცა, ამისთვის აუცილებელია, აირჩიოს მომენტი, როდესაც ობიექტის განადგურება მაქსიმალურ ზიანს მიაყენებს რუსეთს.


