Accentnews.ge
„აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის სპეცდანიშნულების ობიექტზე გადაიყვანეს – მედია

„აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის სპეცდანიშნულების ობიექტზე გადაიყვანეს – მედია

05/07/2022 16:24:41 მსოფლიო

„აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ერთ-ერთ "სპეცდანიშნულების ობიექტში" გადაიყვანეს,– უწყება უკრაინული გამოცემა UNIAN.

17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S