ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო ვაგონი დააკავა
05/07/2022 15:51:42 მსოფლიო
ფინეთმა ასობით სატვირთო ვაგონი დააკავა, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში შესულ რუსულ კომპანიებს ეკუთვნოდა.
ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სასამართლოს აღმასრულებლებმა ჯერ კიდევ ივნისში დააპატიმრეს 865 სარკინიგზო ვაგონი რუსეთიდან. მანამდე რამდენიმე ათეულ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას, მათ შორის სატრანსპორტო ფირმებს, გაუყინეს მთლიანობაში 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები. ეს ზომები მიღებულ იქნა სანქციების გამო, რომლებიც ევროკავშირმა შემოიღო რუსეთიდან ქვანახშირის ექსპორტზე.
VR-ის ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ფინეთის მედიას უთხრა, რომ ფინეთში რუსეთის ხუთი ათასამდე ვაგონი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა ქვეყნებს შორის მატარებლების მოძრაობა. ვაგონების უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ სასამართლოს აღმასრულებლებმა განკარგულება გასცეს მათი ნაწილის დაპატიმრების თაობაზე.
რუსეთში აღნიშნულ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.


