რუსეთმა ფინეთის საზღვრიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაიწყო – მედია
05/07/2022 15:45:01 მსოფლიო
რუსეთმა დაიწყო ჯარების და ტექნიკის გაყვანა ფინეთის საზღვრიდან, იტყობინება ფინური მედიარესურსი Yle სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით.

მაისის შუა რიცხვებიდან რუსულ სამხედრო ბაზა ალაკურტადან გატანილია ასზე მეტი ტექნიკა, მათ შორის ათეულობით ჯავშანტრანსპორტიორი. ტექნიკის რაოდენობა შეესაბამება ბატალიონის საბრძოლო განყოფილების აღჭურვილობას, – იუწყება არხი.
მედიის ცნობით, ჯამში ბაზა ერთდროულად დატოვა იქ განლაგებული 2 ათასი ჯარისკაცის მესამედმა ან თითქმის ნახევარმა.
”მაღალი ალბათობით, ისინი უკრაინაში გაგზავნეს,” - განუცხადა Yle-ს სამხედრო ექსპერტმა მარკ ეკლუნდმა.
რუსეთს და ფინეთს არ გაუკეთებიათ საჯარო კომენტარი რუსული ტექნიკის გაყვანის შესახებ.
აპრილის შუა რიცხვებში მედია იუწყებოდა, რომ რუსეთმა მძიმე შეიარაღების გადასროლა დაიწყო ფინეთის საზღვართან მას შემდეგ, რაც ჰელსინკიმ გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ და ასევე „საპასუხო ზომებით“ დაემუქრა ქვეყანას.
ნატოში ამ დროისთვის ერთსულოვნებაა, მხარი დაუჭირონ ფინეთის და შვედეთის მიღებას ალიანსის რიგებში. ხელი მოეწერა შესაბამის ოქმებს. დარჩა მხოლოდ რატიფიცირება წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მიერ.


