Accentnews.ge
ირანმა ახალი წინადადებები წამოაყენა – აშშ

ირანმა ახალი წინადადებები წამოაყენა – აშშ

05/07/2022 14:23:17 მსოფლიო

ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლის რობერტ მელის განცხადებით, დოჰაში ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული შეთანხმების განახლების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების უკანასკნელ რაუნდზე, ახალი წინადადებები წამოაყენა.

მელის თქმით, ირანის მოთხოვნებს არაფერი აქვს საერთო ბირთვულ შეთანხმებასთან:

„ამჟამად აუცილებლად უნდა გაიმართოს დისკუსია არა იმდენად ჩვენსა და ირანს შორის (თუმცა ჩვენ მზად ვართ ამისთვის),არამედ ირანსა და თავად მას შორის: უნდა გადაწყვიტონ, მზად არიან თუ არა, რომ კვლავაც შეასრულონ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე არის წინადადება კალენდრის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ირანს შეეძლო, კვლავ დაბრუნებოდა ბირთვულ გარიგებას და მისი პირობები შეესრულებინა, რაც ვაშინგტონს გაუადვილებდა თეირანისთის სანქციების შემსუბუქებას.

აშშ-სა და ირანს შორის კატარში 29 ივნისს გამართულ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს არ მოჰყოლია რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S