
რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს
05/07/2022 12:44:05 საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, იუწყება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ჩრდილოეთ ოსეთის მთავარი სამმართველო.
უწყების თქმით, „ყოველდღიური სამუშაო სიძლავრე 2-3-ჯერაა გაზრდილი. მუშაობს 13-ვე გამშვები ზოლი, თუმცა საკონტოლო-გამშვებ პუნქტზე შეფერხები ექმნება როგორც მსუბუქ, ისე სატვირთო ტრანსპორტს“.
ამდენად, საქართველოში მოგზაურობის მსურველ ტურისტებს აფრთხილებენ, გაითვალისწინონ საზღვარზე არსებული მდგომაროება და ის რომ, ლოდინის დროს შესაძლოა, ერთ დღე-ღამეს მოიცავდეს.
უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, საქართველოს სახმელეთო საზღვარზე გაზრდილია სატრანზიტო ნაკადი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში რუსეთიდან სახმელეთო სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით 125 204 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა.