Accentnews.ge
ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია

ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია

05/07/2022 09:27:06 საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

ქარტია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე, მსგავსი მიდგომა კი კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.

"2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა. ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.

ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტთა უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის". - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: სტრასბურგმა 5 ივლისის ძალადობის საქმეს შესაძლოა, პრეცედენტული მნიშვნელობა მიანიჭოს – GDI

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S