Accentnews.ge
„ნერვებით თამაში მიდის“ –რუსთავის მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ

„ნერვებით თამაში მიდის“ –რუსთავის მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ

05/07/2022 09:01:42 საზოგადოება

„რუსთავის ფოლადის" ასზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც სორტულ საამქროში საქმიანობენ, ხელფასის 30%–ით გაზრდას, ე.წ. მე-13 ხელფასის დაწესებას, შრომის ღირსეული პირობების შექმნას, კვების რაციონის შეცვლას მოითხოვენ.

სორტული საამქრო, სადაც სამშენებლო არმატურა მზადდება, არსებული ცნობებით, გაფიცვის გამო გაჩერებულია.

დღეს პროტესტის მეორე დღეა, თუმცა როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, კომპანიის ხელმძღვანელობა დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, რაც მათ რადიკალური ზომებისკენ უბიძგებთ.

მათივე თქმით, გუშინ საკითხით მხოლოდ საწარმოს ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელი დაინტერესდა და კომპანიის პირობაა, ხელფასის 15%–ით ზრდა, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელია, რადგან მათი საშუალო ხელფასი 800-900 ლარია.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ კომპანიის ხელმძღვანელობას, არ განხორციელდეს ზეწოლა თანამშრომლებზე.

ერთ–ერთი გაფიცულის სერგო მარიამიძის განცხადებით, აქცია კულმინაციიაა იმ უედეგო მოლაპარაკებების, რომელსაც თანამშრომლები ხელმძღვანელობასთან თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ.

მისივე ცნობით, ქარხნის ხელმძღვანელობისთვის გაფიცვა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამის შესახებ წინასაწარ იყვნენ ინფორმირებულნი.

„სამწუხაროდ, ჩვენი უფროსები კომუნიკაციაზე არ გამოსულან. მიდის ნერვების თამაში. სადამდე გაგრძელდება ეს, არ ვიცით. გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ მიზნის მიღწევამდე!“,– განაცხადა კიდევ ერთმა გაფუცულმა ნიკოლოზ გიულიშვილმა.

გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა გაერთიანებულმა პროფკავშირმა და სამართლებრივი დახმარება აღუთქვა.

მეტალურგთა, მეშახტეთა და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ ისინი ჩაერთვებიან საწარმოს ადმინისტრაციასთან გაფიცულთა მოლაპარაკებებში.

საწარმოს დირექციამ გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება გაფიცულებთან იმ იმედით, რომ ისინი მუშაობას განაახლებენ. როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, „ბოლო 3 წლის განმავლობაში ქარხნის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა 5-ჯერ განხორციელდა".

განცხადების თანახმად, ხელფასები ბოლოს 2022 წლის 1 იანვარს გაიზარდა და განახლებულ ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულმა მოაწერა ხელი. ამასთან, კომპანია აღნიშნავს, რომ, თავის მხრივ, ზედმიწევნით ასრულებს ამ ახალი შრომითი ხელშეკრულებების ვალდებულებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S