იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა
05/07/2022 08:33:59 მსოფლიო
უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის გამო იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ხელისუფლებამ რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო დააწესა, გარდა ამისა, იაპონურ კომპანიებს ეკრძალებათ რუსეთისთვის სატრასტო, აღრიცხვის, აუდიტისა და მართვის სფეროში საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
იაპონიის ხელისუფლება ბავარიაში გამართულ "დიდი შვიდეულის" ქვეყნების კოლეგებთან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდა. შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში რუსული ოქროს იმპორტზე ემბარგო უკვე ოფიციალურად დააწესა.
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ოქრო რუსული ექსპორტის მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც რუსეთს "ათობით მილიარდი დოლარი მოაქვს."
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვა რუს ოლიგარქებს შეეხება, რომლებმაც ცოტა ხნის წინ თავიანთი აქტივები ოქროდ, ხოლო "პუტინის სამხედრო მანქანა"გადააკეთეს.
გასულ წელს ოქროს ექსპორტმა რუსეთის ეკონომიკას 15 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.
იხილეთ ასევე: რუსეთში იაპონიის „რევანშისტურ მისწრაფებებზე“ დაიწყეს საუბარი


