Accentnews.ge
ყაზახეთი გეგმავს, თანამრომლობა შეწყვიტოს კომპანიასთან, რომელსაც უკრაინიდან მოპარული ხორბალი გადაჰქონდა

ყაზახეთი გეგმავს, თანამრომლობა შეწყვიტოს კომპანიასთან, რომელსაც უკრაინიდან მოპარული ხორბალი გადაჰქონდა

05/07/2022 07:59:41 მსოფლიო

ყაზახეთმა შესაძლოა, ხელშეკრულება შეწყვიტოს რუსულ კომპანიასთან, რომელმაც ყაზახეთში დაქირავებული გემით, უკრაინიდან თურქეთში ხორბალი ჩაიტანა,– იუწყება ადგილობრივი მედია ინდუსტრიის და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევზე დაყრდნობით.

მინისტრის თქმით, თუ ყაზახეთის მიერ იჯარით გაცემულ გემს, „ჟიბეკ ჟოლის“ კომპანია უკანონოდ იყენებდა, მასთან ხელშეკრულება გაუქმდება და გემს უკან გაიწვევენ.

გემი ეკუთვნის ყაზახურ კომპანია KTZ Express-ს, რომელმაც ის მიაქირავა რუსულ კომპანია „გრინ ლაინს“.

3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, თურქმა მებაჟეებმა დააკავეს გემი, რომელიც დატვირთული იყო, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული ხორბლით.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის დროშით მცურავი გემით ხორბალი გაიტანეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ ბერდიანსკიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S