Accentnews.ge
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა იმატა – ერთი კვირის სტატისტიკა

საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევებმა იმატა – ერთი კვირის სტატისტიკა

05/07/2022 07:51:11 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში, ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, გარდაიცვალა 3 პაციენტი.

  • სულ ჩატარდა - 63 443 ტესტი ( 56 699 ანტიგენ ტესტი, 6 744 პჯრ ტესტი )
  • 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-4.05%

გაზრდილი შემთხვევების ფონზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, მოსახლეობას მეორე ვაქცინის ბუსტერ–დოზის გაკეთებას ურჩევს.

„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დღეს საქართველოში უმეტესად „ომიკრონის“ BA.4 და BA.5 ქვე-ვარიანტი ცირკულირებს.

დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" BA.5 ვარიანტი მისი სწრაფად გავრცელების უნარით, დიდი ალბათობით კოვიდის ახალ ტალღებს გამოიწვევს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S