Accentnews.ge
ჩიკაგოსთან მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ჩიკაგოსთან მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

05/07/2022 06:16:48 მსოფლიო

ჩიკაგოს პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ჰაილენდ პარკში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში.

4 ივლისს დილით, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის დაწყებიდან მალევე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მყოფმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 6 ადამიანი მოკლა, 30-მდე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოწმეთა ჩვენებების და სხვა ინფორმაციის მიხედვით დაწყებული ძებნის ოპერაციის შედეგად, პოლიციამ 4 ივლისს, საღამოს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქალაქ ლეიკ-ფორესტის მახლობლად.

ილინოისის შტატის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულია ადგილობრივი მკვიდრი, 22 წლის რობერტ კრიმო.

დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

25 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ცეცხლსასროლი იარაღის მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრების კანონს, რომელიც ითვალისწინებს იარაღის შეძენის მსურველი, 18-21 წლის ასაკის პირების უფრო მკაცრად შემოწმებას. იარაღს ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეიძენს ოჯახური ძალადობისთვის სასჯელმოხდილი პირი. 15 მილიარდი დოლარი გამოიყო სასწავლო დაწესებულებების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებისთვის და მოქალაქეთა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S