Accentnews.ge
შვედეთის პრემიერ–მინისტრი: "ჩვენ მხარს დავუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას"

შვედეთის პრემიერ–მინისტრი: "ჩვენ მხარს დავუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას"

05/07/2022 06:06:54 მსოფლიო

შვედეთის პრემირ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი NATO-ს ღია კარის პოლიტიკას მხარს დაუჭერს.

"რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ როდესაც ჩვენ გავხდებით წევრები, ჩვენ მხარს დავუჭერთ NATO-ს ღია კარის პოლიტიკას". - თქვა ანდერსონმა.

მისი თქმით, შვედეთი კვლავ ღიაა რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციებისთვის.

"რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო შვედეთს და პირადად პრემიერმინისტრს მადრიდში, NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შვედეთი შეუერთდეს ალიანსს დაჩქარებული პროცედურებით".- განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S