თურქეთში ინფლაცია რეკორდულ მაჩვენებელზეა
04/07/2022 16:15:46 მსოფლიო
თურქეთის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, გასულ წელთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 78.62% დაფიქსირდა.ბოლოს მსგავსი ინფლაცია ქვეყანას 24 წლის წინ ჰქონდა.
ინფლაციამ გასულ თვესთან შედარებით 4.95% შეადგინა.
ბოლო 1 წლის მანძილზე ქვეყანაში ტრანსპორტი გაძვირდა 123%–ით, ხოლო საკვები- თითქმის 94%.
თურქეთის ოპოზიციური ჯგუფების ცნობით, ქვეყანაში რეალური ინფლაცია გაცილებით მაღალია, სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული მონაცემები კი რეალობას არ შეესაბამება.


