
მინსკში საზეიმოდ გახსნილი „საქართველოს სახლი“ ორ დღეში დაიხურა
03/10/2019 09:37:16 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საზეიმო ვითარებაში გახსნილი „საქართველოს სახლი“ ორ დღეში დაიხურა, – იუწყება ადგილობრივი გამოცემა "Белорусский партизан".
მისივე ცნობით, გაირკვა, რომ საზეიმო გახსნა, რომელიც თბილის მერმა კახი კალაძე და ბელარუსში საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ განახორციელეს, ტექნიკური იყო, მნახველებისთვის შენობა ერთ თვეში, სექტემბრის ბოლოს უნდა გახსნილიყო, თუმცა უკვე ოქტომბერია და ეს არ მომხდარა.
"Белорусский партизан"–ის ინფორმაციით, ამჟამად შენობაში რემონტი გრძელდება. შენობა მნახველების მისაღებად მზად არ არის და დიდი ალბათობით, სულ მცირე, ოქტომბრის ბოლომდე ვერ გაიხსნება.
პროექტის ივენთ–პროდიუსერი ნადია დანკოვსკაია განმარტავს, რომ შენობა მაშინ „ოფიციალური პირებისთვის“ გაიხსნა.
„24 აგვისტოს მინსკში საზეიმო ცერემონია ოფიციალური პირებისა და დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის გაიმართა. ამის შემდეგ „საქართველოს სახლი“პაუზა აიღო შიდა ინტერიერის შესავსებად, რათა სრული დატვირთვით ინფუქციონიროს“, – განმარტავს დანკოვსკაია „ფეისბუქში“ პირად გვერდზე.