პუტინი ბაიდენს მისალოც წერილს არ გაუგზავნის
04/07/2022 10:20:18 მსოფლიო
კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გაუგზავნის მილოცვებს აშშ-ის ხელმძღვანელობას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ვაშინგტონის არამეგობრული პოლიტიკის კულმინაციის გამო“.
„არა, წელს არ იქნება მისალოცი წერილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს წელი იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ არამეგობრული პოლიტიკის კულმინაცია შეერთებული შტატების მხრიდან. ამიტომ, ამ პირობებში, ძნელად შეიძლება, ჩაითვალოს მიზანშეწონილად ასეთი მილოცვის გაგზავნა“,– განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
4 ივლისს აშშ–ის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
მათ შორის, აშშ–მა უპრეცედენტო სანქციები დაუწესა რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას რუსული სამხედრო აგრესიისგან თავის დაცვაში ფინანსებით და იარაღით.


