რომის პაპს კანადაში ვიზიტის შემდეგ მოსკოვისა და კიევის მონახულება სურს
04/07/2022 09:50:16 მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ იმედი გამოთქვა, რომ კანადაში ვიზიტის შემდეგ, რომელიც მიმდინარე თვეში იგეგმება, მალევე შეძლებს მოსკოვისა და კიევის მონახულებას,– ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.
უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას რომის პაპმა აღნიშნა, რომ ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის იყო კომუნიკაცია მოსკოვში შესაძლო მოგზაურობის შესახებ.
სააგენტო აღნიშნავს, რომ არც ერთი პაპი არ ყოფილა მოსკოვში და ფრანცისკემ არაერთხელ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. გასულ ხუთშაბათს მან ღიად დაადანაშაულა რუსეთი "სასტიკ და უაზრო, აგრესიულ ომში".
ვატიკანმა მოგზაურობის შესახებ რუსეთის ფედერაციას რამდენიმე თვის წინ მიმართა. შემდეგ რომის პაპმა აღნიშნა, მოსკოვმა საპასუხოდ „მომენტის შეუსაბამობაზე“ მიუთითა.


