Accentnews.ge
გენარალი ბუდანოვი: "რუსეთის გეგმა უკრაინის მთლიანად განადგურებაა"

გენარალი ბუდანოვი: "რუსეთის გეგმა უკრაინის მთლიანად განადგურებაა"

04/07/2022 09:05:11 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის უფროსი, გენერალი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის სრულად განადგურებაა.

РБК-Україна-ს ჟურნალისტმა გენერალს ჰკითხა, "რომელი ვერსიაა სინამდვილესთან უფრო ახლოს მაშინ, როცა დასავლეთის სახელმწიფოთა განცხადებით, უკრაინაში პუტინის გეგმა რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობაა და ამასთან, რუსეთის რიტორიკა თითქოს, იცვლება იმით, რომ დონბასი შესაძლოა, საკმარისი იყოს". კითხვის პასუხად კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ორიენტირი საკუთარი ინფორმაციაა და სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ რუსეთის გეგმა უკრაინის მთლიანად განადგურებაა.

„ხოლო ნებისმიერ ინსინუაციებზე იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მათ დონბასი იმყოფინონ, გთხოვთ, ასეთი შეკითხვები არც კი დამისვათ. ჩვენ ტერიტორიებით არ ვივაჭრებთ“, - მიმართა გამოცემის ჟურნალისტს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან. ზელენსკიმ მიზეზად ის დაასახელა, რომ უკრაინა უფრთხილდება თავის სამხედროებსა და ხალხს.

მისი თქმით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით.

"უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია", – აცხადებს ზელენსკი.

ლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S