Accentnews.ge
რუსეთის მოსაზღვრე ფინურ ქალაქში NATO–ს ბაზის განთავსებას განიხილავენ

რუსეთის მოსაზღვრე ფინურ ქალაქში NATO–ს ბაზის განთავსებას განიხილავენ

04/07/2022 08:29:56 მსოფლიო

რუსეთის მოსაზღვრე ფინური ქალაქის ლაპენრანტას ხელისუფლება განიხილავს მათ ქალაქში ნატოს ბაზის შექმნის შესაძლებლობას ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შემდეგ,– იუწყება გამოცემა Yle.

"იყო წინადადებები, მაგალითად, აეროპორტის თაობაზე. ის ხელმისაწვდომია, თუ თავდაცვის ძალებს ეს სურთ", - თქვა მერმა კიმო ჯარვამ.

ამასთან, მისი თქმით, ლაპენრანტას თავდაცვის ძალებთან ჯერ არ განუხილავს, რა ინვესტიციებს მოიტანს ნატო–ში შესაძლო გაწევრიანება.

ქალაქის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ნატო–ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განცხადება უსაფრთხო გარემოს ქმნის ბიზნესისთვის.

ქალაქი ლაპენრანტა რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოფიციალურად დაიწყო ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S