Accentnews.ge
"რაც ბოლო კვირაში დავაკელით არის იმ გზავნილის ეფექტიანი კომუნიკაცია, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა განგრძობადი პროცესია"

"რაც ბოლო კვირაში დავაკელით არის იმ გზავნილის ეფექტიანი კომუნიკაცია, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა განგრძობადი პროცესია"

04/07/2022 04:56:28 საზოგადოება

აქციის "შინ ევროპისკენ" ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, "არაძალადობრივი წინააღმდეგობა განგრძობადი პროცესია".

"წინააღმდეგობის კამპანიის წარმატების გასაღებს, მრავალფეროვნებას საკუთარი გამოწვევები აქვს, უპირველეს ყოვლისა მრავალფეროვანი პუბლიკის მოლოდინების სწორი მართვა. უჩვეულოდ ბევრ ინტერეს-ჯგუფის შეხედულებებს შორის ბალანსირებამ ამ უმთავრესისთვის დასათმობი ყურადღებაც მიითვისა. რაც ბოლო კვირაში დავაკელით არის მეტწილად იმ გზავნილის ეფექტიანი კომუნიკაცია, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა განგრძობადი პროცესია. ეს პროცესი წარმატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვირგვინდება თუ გამოვიჩენთ სიჯიუტეს, შეუპოვრობას, სიბრძნეს და გეგმაზომიერებას.ამის გათვალისწინებით ვაგრძელებთ მუშაობას კამპანიაზე "შინ ევროპისკენ", რომელიც გამოიყენებს არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში არსებულ ყველა იარაღს და მოიგებს ომს საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - წერს დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში.

აქცია 3 ივლისს 20:00 სთ–ზე პარლამენთან დაიწყო. შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. მოგვიანებით, ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ პროტესტმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. მათი თქმით, დილით "პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხმაურის ფონზე დახვდებიან".

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებია მობილიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S