Accentnews.ge
"მთელი ღამე გავატარეთ კანცელარიასთან და ჩვენი მიზანია დავხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს"

"მთელი ღამე გავატარეთ კანცელარიასთან და ჩვენი მიზანია დავხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს"

04/07/2022 04:10:52 საზოგადოება

აქციის "შინ ევროპისკენ" ერთ–ერთი ორგანიზატორი ნოდარ რუხაძე აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა მთელი ღამე კანცელარიის შენობასთან გაატარეს და დილით, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხმაურით დახვდებიან.

"მთელი ღამე გავატარეთ კანცელარიასთან და ჩვენი მიზანია დავხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს. იგი არის არალეგიტიმური ხელისუფლების ე.წ. ფორმალური მეთაური. მისი გადადგომა იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენ მივიღოთ ეროვნული თანხმობის მთავრობა", – განაცხადა რუხაძემ.

აქცია 3 ივლისს 20:00 სთ–ზე პარლამენთან დაიწყო. შემდეგ დემონსტრანტების ნაწილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან გადაინაცვლა. მოგვიანებით, ისინი კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. აქციის ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ პროტესტმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლა. მათი თქმით, დილით "პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხმაურის ფონზე დახვდებიან".

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებია მობილიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S