Accentnews.ge
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

04/07/2022 03:50:35 საზოგადოება

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველი ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდაა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შეირჩა 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც გახსნილია მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი, ახალციხე, თელავი, ოზურგეთი და ასევე დაბა ხულო.

ცენტრები ჯამურად 90 000-მდე რეგისტრირებულ აპლიკანტს მოემსახურება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში, ერთდროულად, დილის 8 საათზე, გამოცდა კი 9 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ წელს მოხსნილია საგამოცდო ცენტრებში პირბადის ტარების ვალდებულება და გაუქმდა თერმოსკრინინგი. გარდა ამისა, საგამოცდო სექტორში განთავსებულ მაგიდებს აღარ ექნებათ დამცავი ფარები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S