Accentnews.ge
დემონსტრანტები ღამეს კანცელარიასთან გაათენებენ

დემონსტრანტები ღამეს კანცელარიასთან გაათენებენ

03/07/2022 20:28:33 საზოგადოება

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამეს გაათენებენ.

"ირაკლი ღარიბაშვილი მივა კანცელარიაში და შეეცდება, რომ ჩაატაროს სხდომა. მე, ერთი ადამიანი ჩემს გუნდთან ერთად, ვაპირებ, რომ მას დავხვდე. გთხოვთ, გადავინაცვლოთ და შევუერთდეთ მსვლელობას კანცელარიამდე. დღეს ვრჩებით კანცელარიასთან",- მიმართა პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელმა ნოდარ რუხაძემ.

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველებია მობილიზებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S