Accentnews.ge
„ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს აგინა

„ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ აქციის მონაწილეებს აგინა

03/07/2022 19:33:16 პოლიტიკა, საზოგადოება

“ქართული ოცნების” დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ მმართველი პარტიის ოფისთან შეკრებილ აქციის “შინ ევროპისკენ” მონაწილეებს აგინა. მანამდე მან სოციალურ ქსელში დაწერა: "10 კაცი ვართ ოფისში! გელოდებით დორბლიანის მონებს".

აქციის მონაწილეთა დანარჩენილი ნაწილი პარლამენტის წინ რჩება. "ქართული ოცნების" ოფისთან ხანმოკლე აქციის შემდეგ დემონსტრანტები კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდებიან.

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ. ხვალ დილით კი ქალაქში აქციის მესამე კერა გაჩნდება. კერძოდ, აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებს.

"დილით წავალთ და შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს", დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას. [...] მივალთ დილით და ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ", – განაცხადა დიღმელაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S