Accentnews.ge
"ოცნების" ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი მივიდა, დიდი რაოდენობით სამართალდამცველებია მობილიზებული

"ოცნების" ოფისთან, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი მივიდა, დიდი რაოდენობით სამართალდამცველებია მობილიზებული

03/07/2022 18:56:03 საზოგადოება

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, სადაც აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეების ნაწილი მივიდა, დიდი რაოდენობით სამართალდამცველებია მობილიზებული.

მმართველი პარტიის ოფისისკენ დაახლოებით, 3000 დემონსტრანტი რუსეთაველის გამზირიდან დაიძრა.

"მხოლოდ 3000 ადამიანი წავა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას", – მიმართა რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე აღნიშნა, ეს იქნება აქციის პირველი კერა და თუ ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს, ქალაქში მრავალი ასეთი კერა გაჩნდება.

აქციის მონაწილეთა დანარჩენილი ნაწილი პარლამენტის წინ რჩება. "ქართული ოცნების" ოფისთან ხანმოკლე აქციის შემდეგ დემონსტრანტები კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან დაბრუნდებიან.

მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.

აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ. ხვალ დილით კი ქალაქში აქციის მესამე კერა გაჩნდება. კერძოდ, აქციის "შინ ევროპისკენ" ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დემონსტრანტების ნაწილი რუსეთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებს.

"დილით წავალთ და შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს" დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას. [...] მივალთ დილით და ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ", – განაცხადა დიღმელაშვილმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S