
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
03/10/2019 08:24:49 სხვა, მსოფლიო
თურქული მედიის ცნობით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებმა 5 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მუგლას პროვინციიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.
დაზარალებულების შესახებ ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება.