
რუსთაველისა და "ოცნების" ცენტრალური ოფისის შემდეგ თბილისში აქციის მესამე კერა დააანონსეს
03/07/2022 18:48:24 საზოგადოება
რუსთაველის გამზირისა და "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის შემდეგ თბილისში აქციის მესამე კერა დააანონსეს.
კერძოდ, აქციის "შინ ევროპისკენ" ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, დემონსტრანტების ნაწილი რუსეთაველის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლებს.
"დილით წავალთ და შემოვევლებით "ქაჯეთის ციხეს" დავხვდებით ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას. [...] მივალთ დილით და ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ", – განაცხადა დიღმელაშვილმა.
აქციის "შინ ევროპისკენ" მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისისკენ მიემართება.
"მხოლოდ 3000 ადამიანი წავა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან. ჩვენი იქ მისვლა უნდა იყოს არაძალადობრივი. ძალადობა აწყობს ხელისუფლებას", – მიმართა დემონსტრანტებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემროგორც გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე აღნიშნა, ეს იქნება აქციის პირველი კერა და თუ ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს, ქალაქში მრავალი ასეთი კერა გაჩნდება.
აქციის მონაწილეთა დანარჩენილი ნაწილი პარლამენტის წინ რჩება.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.