
ლაშა ბაქრაძე: "არც კანდიდატობა არის დიდად მნიშვნელოვანი შეიძლება, მაგრამ აქ წყდება საერთოდ ბედი იმისა, საითკენ მიდის საქართველო"
03/07/2022 17:31:19 საზოგადოება
ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე აცხადებს, რომ დღეს ისეთი გადმწყვეტი მომენტია, რომლის მსგავსი ძალიან იშვითად ყოფილა საქართველოს ისტორიაში.მისი თქმით, "არც ევროკავშირის კანდიდატობა არის დიდად მნიშვნელოვანი შეიძლება, მაგრამ დღეს წყდება საერთოდ ბედი იმისა, საითკენ მიდის საქართველო".
"დღეს ისეთი გადმწყვეტი მომენტია, რომლის მსგავსი ძალიან იშვითად ყოფილა საქართველოს ისტორიაში. დღეს წყდება ვიქნებით თუ არა ჩვენ პროგრესული, წესიერი, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ნაწილი, თუ ვიქნებით რაღაცა მარგინალური, პატარა ქვეყნა, რომელიც არავის არ ახსოვს და არავინ არ იცნობს. დღეს არ არის იმისათვის დრო, რომ ვიყოთ დაყოფილები, დღეს არის ერთიანობის დრო. ჩვენ მოგვიწევს დიდხნიანი ბრძოლა, რომელსაც სჭიდება ბევრი ენერგია და მოთმინება და ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნით მოთმინება, არ შევშინდეთ, არ დავუშვათ უიმედობა, რომელსაც სხვადასხვა ძალები თესავენ და ამბობენ, წელს თუ არა, ოდესმე ხომ იქნება საქართველო კანდიდატი ევროპის კავშირისა. იცით რა არის? არც კანდიდატობა არის დიდად მნიშვნელოვანი შეიძლება, მაგრამ აქ წყდება საერთოდ ბედი იმისა, საითკენ მიდის საქართველო – უკან თუ წინ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, რადგან ჩვენს უკან ახალი თაობები მოდიან. რაღაცას ჩვენმა თაობამ შეიძლება, მიაღწია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად წინ. ასეთი ვიყავით თუნდაც პოსტასაბჭოთა აღოსავლეთ ევროპის სივრცეში და იქ უნდა დავბრუნდეთ. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია, ახლა ერთმანეთს შორის გარჩევების დრო არ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ ძირეული განახლება ჩვენი ქვეყნისა, უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები იმისათვის, რომ დავინახოთ ეს ქვეყანა, უკეთესობისაკენ მიდის", – განაცხადა ბაქრაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე.
მისი თქმით, იგი საქართველოს ფარგლებს გარეთაც შეიქმნა ევროპული გაერთიანება საქრთველოსთვის, რომელშიც ძირითადად საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველები არიან გაერთიანებულნი.
"მათ აქვთ პროგრამა და ისინი იქ ცდილობენ, დაელაპარაკონ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს და ამით საქართველოს საკითხზე უკეთესი გადაწყვეტილება მიაღებინონ. [...] ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რომ ვნახოთ უკეთესი მომავალი. დიდება, საქართველოს, დიდება, ხალხს რომლის ნებას ვერავინ ვერ გაუვლის გვერდში, ნებას რომელიც არ გატყდება", – დასძინა ბაქრაძემ.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია ევროკავშირის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დაიწყო. დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია.
მოძრაობის "შინ ევროპისკენ" მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“. მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დაშლას. აქციის მონაწილეები დღევანდელ ღამეს რუსთაველის გამზირზე გაათენებენ.