რუსეთში, ბელგოროდში აფეთქებების თაობაზე იუწყებიან
03/07/2022 09:06:05 მსოფლიო
უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებების თაობაზე იუწყებიან.
როგორც ქალაქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, მომხდარს 3 პირი ემსხვერპლა, 4 ადამიანი დაშავებულია.
მისი ცნობით, ქლაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე დაზიანებულია 11 მრავალსართულიანი და 39 კერძო სახლი, მათგან 5 სრულად განადგურდა.
„მიმდინარეობს გამოძიბა ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე. სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა“ , - განაცხადა გუბერნატორმა.
დასავლური მედიის ცნობით, უკრაინული მხარე მომხდარს ჯერ–ჯერიბით არ გამოხმაურებია.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მრავალი ცნობა გავრცელდა რუსეთის ქალაქ ბელგოროდსა და უკრაინის მოსაზღვრე სხვა რეგიონებზე თავდასხმების შესახებ, რა დროსაც ოფიციალური მოსკოვი კიევს თავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებდა. უკრაინა რუსეთის ბრალდებებს უარყოფს.


