
"ლელო": "3 ივლისის აქციაზე დასასწრებად მოსახლეობას რეგიონებიდან უფასო ავტობუსები ჩამოიყვანენ"
03/07/2022 06:09:41 პოლიტიკა, საზოგადოება
"ლელოს" განცხადებით, დღეს 20:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად სპეციალურად რეგიონებისთვის 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება უფასო ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით.
„ლელოს“ ავტობუსები თბილისის მიმართულებით წამოვლენ შემდეგი ქალაქებიდან:
- წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია;
- ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46;
- ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი;
- ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი;
- ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი;
- ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა;
- სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა;
- ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი;
- ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი;
- ლანჩხუთი 13:00 | ჟორდანიას ქუჩა.
აქცია „შინ ევროპისკენ“ სამოქალაქო ორგანიზაციების ორგანიზებით იმართება და მას უერთებიან ძირითადი ოპოზიციური პარტიები.
პირველი მსგავსი აქცია 24 ივნისს გაიმართა, რა დროსაც წამოაყენეს მთავარი მოთხოვნები: ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა.