Accentnews.ge
ლუკაშენკო: "პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან უნდა დაახლოვდნენ"

ლუკაშენკო: "პოსტსაბჭოთა ქვეყნები რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან უნდა დაახლოვდნენ"

02/07/2022 09:27:32 მსოფლიო

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები დაინტერესებულნი უნდა იყვნენ რუსეთისა და ბელარუსიის საკავშირო სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

"დღეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული საკავშირო სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, მათ სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ ერთად შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ გლობალურ გამოწვევებს". - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა აღნიშნა, რომ სწრაფი ერთიანობისა და კონსოლიდაციის, სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაძლიერების გარეშე, შესაძლოა, ამ სახელმწიფოებმა მომავალში არსებობა შეწყვიტონ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S